„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-74/ნ |
|
2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;“.
„1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 20 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 20-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.“;
„5. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.“.
„ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 20%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);“;
„4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
„1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის (ხოლო კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.“.
„1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით რიგითობის (რეგიონული განსახლების გათვალისწინებით), აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის (კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.“;
„5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა.”.
|