„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016979
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №23

2022 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  581 მუხლის:

)  მე-3 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„დ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის გაფორმების გამო, შეუწყდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, მიეცემა შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება კალენდარული დღით.“;

)  მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე გაფორმებული აქვს „ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის გაგრძელების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 4 მარტის №134 ბრძანებით დამტკიცებული „შეთანხმების ოქმი კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ“, ამ შეთანხმების ოქმის დასრულების შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, თუ აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.“.

2. 582 მუხლის:

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება კალენდარული დღით.“;

)  მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე გაფორმებული აქვს „შეთანხმების ოქმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი (დანართი №1), ამ შეთანხმების ოქმით განსაზღვრული სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის პირველი აპრილიდან აღნიშნული შეთანხმების ოქმით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე