„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №63 |
|
2018 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატისგან;“. 2. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები (დანართი №6);“. 3. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №6
სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები (ლარებში)
შენიშვნა: 1. ამ დანართის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, და, ძმა და მშობლები. 2. ამ დანართის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო პირებზე და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|