„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.017073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და №13 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 – მე-18 პუნქტები:

„14. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს უნაზღაურდებათ ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა (საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე და სასწავლო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე) და სასწავლო დაწესებულებაში კვების საფასურს.

15. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ოჯახის არასრულწლოვანი წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროში დაფინანსების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 460 ევრო;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ დოლარში  დაფინანსების  შემთხვევაში  –  თვეში არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.

16. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამ შენიშვნის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50%.

17. არდადეგების პერიოდში (ზამთრის და ზაფხულის) ადრეულ და სკოლამდელ აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/სკოლასთან დამატებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

18.  ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საერთაშორისო ორგანიზაცია სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს არ აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.017073.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 19.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017073 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5804371/