„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2023 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 140130000.22.034.017305) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილება, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების/რეფერირების მექანიზმის გამოყენება.“.

2. მე-6 მუხლს პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო;“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81

1. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო განყოფილება;

ბ) ოპერატიული განყოფილება.

2. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება;

ბ) არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოძიება;

გ) დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

დ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

ე) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება, თუ იგი გამოვლენილია ამ სამმართველოს მიერ;

ვ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი/მსხვერპლი არასრულწლოვნის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება;

თ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრისათვის ინფორმაციის მიწოდება და პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ი) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მანდატურის სამსახურთან კოორდინაცია;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე, თუ ამავდროულად სახეზე არ არის უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა, აგრეთვე, არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილ იმ დანაშაულზე/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომელთა გამოძიებაც განეკუთვნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №82. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017410.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №82, 24.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017410 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5948388/