„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017617
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №88

2025 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.08.2019, 140130000.22.034.016898) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში, საქართველოს საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება;“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ოპერატიული განყოფილება;

ბ) საგამოძიებო განყოფილება;

გ) მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის თბილისის აეროპორტის განყოფილება;

დ) მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის ქუთაისის აეროპორტის განყოფილება;

ე) მგზავრებისა და საჰაერო ტვირთების კონტროლის ბათუმის აეროპორტის განყოფილება;

ვ) მგზავრებისა და საზღვაო ტვირთების კონტროლის ფოთის განყოფილება;

ზ) მგზავრებისა და საზღვაო ტვირთების კონტროლის ბათუმის განყოფილება;

თ) საჰაერო გადაზიდვებისა და საფოსტო გზავნილების კონტროლის თბილისის განყოფილება;

ი) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის თბილისის განყოფილება;

კ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ყაზბეგის განყოფილება;

ლ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის სარფის განყოფილება;

მ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის კარწახის განყოფილება;

ნ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ვალეს განყოფილება;

ო) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის სადახლოს განყოფილება;

პ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის გუგუთის განყოფილება;

ჟ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ნინოწმინდის განყოფილება;

რ) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის წითელი ხიდის განყოფილება;

ს) მგზავრებისა და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ცოდნის განყოფილება.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში, საქართველოს საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 5 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე