ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
მოლდოვას რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია
ოქმი
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას
შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის“ ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს:
საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ ან „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“ ნიშნავს „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს” ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
ხელმოწერილ