1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით, მეორეს აცნობებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. ეს კონვენცია იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე