„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-323
სარეგისტრაციო კოდი
300310000.22.023.016495
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-323

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.22.023.016368) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“:

 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის ძირითად მოთხოვნებს.“.

 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების პროგრამის მიხედვით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით, ყოველი წლის ბოლოს, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინსპეტირების პროგრამის შედგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით. ბრძანებით განისაზღვრება მომდევნო წელს შესამოწმებელი ობიექტების ნუსხა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2018.
როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-323. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.22.023.016495.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-323, 08.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016495 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4177794/