„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-763 |
|
2019 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის 1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის N2 ბრძანება.
|
2. წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის ძირითად მოთხოვნებს.
3. სააგენტო ინსპექტირების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
ა) ინსპექტირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) დათვალიერება – ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინსპექტირების ჩატარების, ასევე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად;
გ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების, ანგარიშგების და საქმიანობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც აცნობებს ინსპექტირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას;
დ) ინსპექტირების ობიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სადაც დაგეგმილია ან ხორციელდება ინსპექტირება.
ა) ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში მონაწილე პერსონალის, მოსახლეობის და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება .
ა) ავტორიზებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პირობების დარღვევის გამოვლენა;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
ა) რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში (I, II და III კატეგორიის წყაროები) – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
ბ) ბირთვული მასალების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ;
დ) რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში (IV და V კატეგორიის წყაროები) – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ;
ე) სხვადასხვა დანიშნულების ამაჩქარებლები (მედიცინა, მრეწველობა და სხვა) – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ;
ვ) რადიოფარმპრეპარატების გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკურ ან/და სამკურნალო დანიშნულებისათვის - არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ;
ზ) სამედიცინო დიაგნოსტიკური რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ზოგადი პროფილის რენტგენოდიაგნოსტიკა, მამოგრაფია და სხვ.) – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ;
თ) სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და მომსახურების მიწოდება მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ;
ი) ლიცენზირებადი საქმიანობის დანარჩენი სახეობები – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
ა) სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე;
ბ) სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), შეტყობინებების საფუძველზე;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის), სალიცენზიო პირობების ან/და საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
დ) ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირის წლიური ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ე) სალიცენზიო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არალიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის მიზნით;
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტის დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, ობიექტის საქმიანობის ადგილის და მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას;
ბ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას;
გ) ობიექტის ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი ადმინისტრაციული მიწერილობის შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.
ა) ინსპექტირების სახე;
ბ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა);
გ) ინსპექტირების ობიექტი/ობიექტები და მათი მისამართები;
დ) ინსპექტირების განხორციელების თარიღი და ვადა.
ა) უფლებამოსილ პირთა ჯგუფს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი სპეციალისტისაგან. მათ შორის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს. ინსპექტირების ობიექტის რისკისა და საქმიანობის გათვალისწინებით, ინსპექტირების ჯგუფი შეიძლება დაკომპლექტდეს ორზე მეტი წევრისაგან;
ბ) ინსპექტირების ჩატარების ხანგრძლივობას, რომელიც განისაზღვრება ბირთვული და რადიაციული ობიექტის საქმიანობის რისკების, საქმიანობაში გამოყენებული მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და ობიექტზე არსებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მდგომარეობით. ინსპექტირების ხანგრძლივობა შეიძლება გაზარდოს სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტში ცვლილებების შეტანით.
ა) გაეცნოს ინსპექტირების ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (რადიაციული დაცვის პროგრამის, ფიზიკური დაცულობის სისტემის, რადიაციული ავარიის რეაგირებისა და პრევენციის გეგმის, რადიაციული მონიტორინგის შედეგების, ხარისხის კონტროლის, აპარატურის დაკალიბრება - ტესტირების და სხვა დოკუმენტაციას);
ბ) გაესაუბროს ინსპექტირების ობიექტის პერსონალს და სხვა კომპეტენტურ პირებს, ინსპექტირებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატაროს აუცილებელი რადიოლოგიური (დოზიმეტრული) გაზომვები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
დ) დაადგინოს რადიაციული ავარიებისათვის ან/და ინციდენტებისათვის მზადყოფნა;
ე) აიღოს სინჯები ლაბორატორიული რადიოლოგიური შეფასებისათვის;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ფოტო, აუდიო ან/და ვიდეოგადაღება, რომლის მასალებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დარღვევების ნივთიერ მტკიცებულებად;
ზ) შეამოწმოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
თ) დაიცვას ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოება;
ი) განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ინსპექტირების მიზნებისათვის.
ა) მოაწყოს შეხვედრა ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელ ან მის უფლებამოსილ პირთან და გააცნოს ინსპექტირების შედეგები: ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული ქმედებები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან ინსპექტირების დროს აღმოჩენილი დარღვევები;
ბ) შეადგინოს ინსპექტირების აქტი (საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დანართ №1-ში მოცემული შესაბამისი ინსპექტირების აქტის ფორმის მიხედვით), რომელშიც აისახება ინსპექტირების შედეგები. ინსპექტირების აქტს ხელს აწერენ მასში მონაწილე და დამსწრე პირები.
ა) ინსპექტირების ობიექტი, ჩატარების თარიღი, ინსპექტორთა ჯგუფის შემადგენლობა, ინსპექტირების სახე, სააგენტოს უფროსის ბრძანება ინსპექტირების შესახებ;
ბ) ინდივიდუალური გეგმა და ინსპექტირების აქტი;
გ) ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევების აღმოფხვრის თარიღების და ინსპექტირების ობიექტის მიერ ამ მიწერილობით განსაზღვრული შესასრულებელი ქმედებების აღწერით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ოქმები);
დ) ინსპექტირების ობიექტის შესაბამისი რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სააგენტოში მისი მიღების შემდეგ).
ა) წარმოადგინოს ინსპექტირებისას მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი;
ბ) უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ობიექტის ყველა საჭირო უბანზე და არ შეზღუდოს საინსპექციო ღონისძიებების განხორციელება;
გ) არ დაუშვას საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილებების მუშაობის მიზანმიმართული შეფერხება;
დ) არ შეზღუდოს რადიოლოგიური გაზომვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პერსონალის დასწრება ინსპექტირების პროცესზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აფერხებს ინსპექტირების განხორციელებას;
ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები;
ზ) შეასრულოს ადმინისტრაციულ მიწერილობაში დასახული ღონისძიებები.
თ) წერილობით შეატყობინოს სააგენტოს ადმინისტრაციული მიწერილობის ფარგლებში დასახული ღონისძიებების შესრულების შესახებ, მიწერილობაში აღნიშნული ვადის გასვლამდე.
2. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას, საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ინსპექტირების ობიექტის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნა.
3. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების მიზნით, ობიექტების ხელმძღვანელს ეგზავნება ან წარედგინება ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულო მიწერილობაში აღნიშნული ვადის განმავლობაში.
4. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სააგენტოს ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესახებ, მიწერილობაში დადგენილი ვადის გასვლამდე.
5. ადმინისტრაციულ მიწერილობაში განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ ობიექტის დათვალიერების, გეგმური/არაგეგმური ინსპექტირების დროს გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი და უშუალო საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გარემოს და დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს მტკიცებულებების მოპოვებისათვის საჭირო ღონისძიებებს (მათ შორის, ობიექტის, მტკიცებულებების, დანადგარის და ა.შ. დალუქვა, სინჯების აღება და სხვა), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეაგირების ზომებს.
7. ლუქის განზრახ დაზიანება რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ლუქების დადებისა და მოხსნის პროცედურა, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით.
9. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებებს.