„რკინიგზით უბილეთო მგზავრობისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/227
სარეგისტრაციო კოდი
310120000.22.024.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/227

2018 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„რკინიგზით უბილეთო მგზავრობისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №1-1/1381 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რკინიგზით უბილეთო მგზავრობისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012  წლის 26 ივნისის  №1-1/1381 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/06/2012; სარეგისტრაციო კოდი 310120000.22.024.016184) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რკინიგზის ტრანსპორტზე/ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას შესადგენი საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა)  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი და მას არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები ან არ არსებობს მოწმე (მოწმეები), რომელსაც შეუძლია მიაწოდოს საჭირო ცნობები სამართალდამრღვევის სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის დასადგენად, თანამშრომელს ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუძლია სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით. თანამშრომელს ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს გამოიყენოს პოლიციის დახმარება.“'

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 41 პუნქტი:

„41. მგზავრი ვალდებულია დაემორჩილოს თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ დაემორჩილება თანამშრომლის  მიერ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოთხოვნას, თანამშრომელი უფლებამოსილია მოსთხოვოს აღნიშნულ მგზავრს პიროვნების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა. თუ მგზავრს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არსებობს შესაბამისი მოწმე (მოწმეები) მისი იდენტიფიცირებისთვის, თანამშრომლის ან თანამშრომლის დავალებით, სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;

გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ სახდელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს (დანართი 1), ხოლო თუ სამართალდამრღვევი არ ეთანხმება მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, ამ შემთხვევაში დგება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი 2), ასევე  გამოიწერება საჯარიმო ქვითარი.“;

დ) მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„51. ამ მუხლის  41  პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ სახდელს,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს (დანართი 11), ხოლო თუ სამართალდამრღვევი არ ეთანხმება მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს, ამ შემთხვევაში დგება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი 21), ასევე  გამოიწერება საჯარიმო ქვითარი.“;

 ე) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება შემდეგი ფრაზა:

ბ.ვ.ა) დანართი 1-ის შემთხვევაში: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით;

ბ.ვ.ბ) დანართი 11-ის შემთხვევაში: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის მე-11 ან მე-12 ნაწილებით;“.

ვ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა“;

ზ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება შემდეგი ფრაზა:

ვ.ა) დანართი 2-ის შემთხვევაში: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით;

ვ.ბ) დანართი 21-ის შემთხვევაში: „პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის მე-11 ან მე-12 ნაწილებით;“;

თ ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი 1-ის შემდეგ დაემატოს დანართი 11 თანდართული რედაქციით.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი 2-ის შემდეგ დაემატოს დანართი 21 თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი