ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016438
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2018
matsne.gov.ge 928 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.01.2018 ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ”; მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.12.2015 აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2015 სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.04.2016 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2018 წლის 4 მაისი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე და 88-ე მუხლების და საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი №1); ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულეად გამოცხადდეს: ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება; ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ფორმის  დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №38 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი №1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი“) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, აწყობს საჯარო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგენს მათ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან/და მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 4. საჯარო შეხვედრაზე სასურველია ანგარიში წარდგენილ იქნეს წერილობითი ფორმით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის წევრი) უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; 2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის წევრი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის წევრი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში მოაწყოს საჯარო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებული პუნქტის ამომრჩეველთან (საკუთარი სურილისამებრ) და წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; 2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის წევრი) უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 6🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 7🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები. 3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყების და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის ფორმა  საკრებულოს წევრის სახელი, გვარი_________________________________________ თანამდებობის დასახელება__________________________________________________ ფრაქციის დასახელება ______________________________________________________ კომისი(ებ)ის დასახელება ___________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ___________________________ საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან   20 _____ წლის ___________ მდე. ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ________________________________________  საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა: 1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________ საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________  2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების__________ კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _______________ 3.სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________ ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________ 4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ________________________________________ 5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ 6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________ 7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ შევსების თარიღი _________________ წარდგენის თარიღი _______________ ხელმოწერა ____________________