1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
3. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;
ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.
ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნ