1. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.

2. ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;

გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.

3. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა  და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენებ