1.
ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია ჰიგიენის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
2.
ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) წყლის, ჰიგიენა-სანიტარიის ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3.
ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება