1.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან მენეჯმენტის დარგში;
ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები;
ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონი;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“:
ზ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე