1.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება - განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების ან  სხვა მონათესავე მეცნიერებების დარგში.

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ი) საგნობრივი დისციპლინები;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;

ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;

მ) იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;

ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;

ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.

3.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) ოჯახთან და საჭიროებისამებრ სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა;

გ) გუნდური მუშაობა;

დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;

ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;

ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით

თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;

ი) იყოს გაწონასწორებული