1.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის დარგში.

2.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;

ბ) საევაკუაციო გეგმა;

გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.

3.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;

გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;

ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.

ვ)  საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნ