კვალიფიკაცია და გამოცდილება
1. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია ჰიგიენის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
2. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) წყლის, ჰიგიენა-სანიტარიის ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენებ