1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში უმაღლესი აკადემიური განათლება ან შესაბამისი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამის  გავლის სერტიფიკატი;

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის და სასკოლო  ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;

დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) მისი პოზიციის შესაბამისი დაკვირვებისა და შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომლებიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში;

ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის  სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ.

იცის თემში არსებული რესურსის შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.

3. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;

გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება;

დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას;

ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;

ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმებისა და გზების განსაზღვრა;

ზ) ინტერვენციების განხორციელება ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში ბავშვის ჯგუფის ძირითად ოთახში;

თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღების კუთხით;

კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;

ლ) ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;

მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების თანხვედრა სოციალური მოდელის მიხედვით.

თავი V

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტე