1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების ან მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების ან სასკოლო განათლების  ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.

2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდებისა და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;

ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

თ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;

ი) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;

კ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ლ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;

დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ვ) ეფექტური კომუნიკაცია;

ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;

თ) პოზიტიური გაძღოლა;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;

კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ლ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;

მ) ადამიანური რესურის მართვ