1. სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების ან მენეჯმენტის დარგში;

ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების ან სასკოლო  განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება.

2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;

დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;

ე)  ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;

ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიებ