1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის ან ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში;

ბ)   მუშაობის  არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები;

ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;

დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ზ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობები;

თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;

გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;

დ)თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;

ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.

თავი IV

საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე