1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი აკადემიური  ან პროფესიული განათლება სამედიცინო დარგში;

ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;

ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;

ზ) კვების, წყლის, სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;

თ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;

გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;

ბავშვებისა და პერსონალის  სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება;

დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;

ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;

ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენ