1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული ან სრული ზოგადი განათლება;
ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
2. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.
3. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;
ბ) მისი პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტე