1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში;
ბ) ფინანსური ან მატერიალური რესურსების მართვის სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
2. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) ფინანსური რეგულაციები;
დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
ე) ქონების ინვენტარიზაცია;
ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენ