1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლება ან/და ჰუმანიტარულ დარგში პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიკუმენტი;

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის და სასკოლო  ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი  გამოცდილება.

2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;

დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;

ე) ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) მისი პოზიციის შესაბამისი დაკვირვებისა და შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომლებიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში;

ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის  სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ;

ი) იცის თემში არსებული რესურსის შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.

3. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;

გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება;

დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას;

ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;

ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმებისა და გზების განსაზღვრა;

ზ) ინტერვენციების განხორციელება ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში ბავშვის ჯგუფის ძირითად ოთახში;

თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღების კუთხით;

კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;

ლ) ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება;

მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების თანხვედრა სოციალური მოდელის მიხედვით.

თავი V

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტე