1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს ნებისმიერი მიმართულებით ან/და ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას ნებისმიერი მიმართულებით:
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 -წლიანი გამოცდილება.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები;
ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ზ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ)თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალის და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე