1. საგანმანათლებლო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს ჰუმანიტარული მიმართულებით ან/და ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის/ჰუმანიტარული მიმართულებით;
ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ან სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
2. საგანმანათლებლო პერსონალმა უნდა იცოდეს:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავდეს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;
ნ) გუნდური მუშაობის პრინციპები;
ო) იცის დაწესებულებაში შერჩეული კურიკულუმის გამოყენება;
3. საგანმანათლებლო პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი) იყოს თვითრეფლექსურ