1. საგანმანათლებლო პერსონალი და საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარული მიმართულებით ან/და ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის / ჰუმანიტარული მიმართულებით;

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ან სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება.

2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ი) საგნობრივი დისციპლინები;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;

ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;

მ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავდეს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;

ნ) გუნდური მუშაობის პრინციპები;

ო) იცის დაწესებულებაში შერჩეული კურიკულუმის გამოყენება;

3. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;

გ) გუნდში მუშაობა;

დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;

ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;

ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;

ი) იყოს თვითრეფლექსურ