📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-335
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
matsne.gov.ge 217 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-335 2018 წლის 11 მაისი ქ. თბილისი ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება; ბ) „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-143 ბრძანება; გ) „მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-206 ბრძანება; დ) „სურსათის წარმოების სფეროში მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-144 ბრძანება; ე) „საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №2-13 ბრძანება; ვ) „ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №2-9 ბრძანება; ზ) „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების სათანადო მომზადებისათვის საჭირო სასწავლო ღონისძიებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №2-54 ბრძანება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი