„მარტვილი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.109.016289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 7 მაისი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016204) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პრეამბულა   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმპ საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მარტვილის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. 

1. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.

2. საბჭო შედგება 12 წევრისგან.

3. საბჭოს თავმჯდომარეა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/მოადგილე.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს წევრები.

5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომლიც არ არის საბჭოს წევრი.

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.“;

გ) მე-4 მუხლის  „ბ“ პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით.“;

დ) მე-8 მუხლის  მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მერიის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრის სამსახურებრივი  უფლებამოსილების შეწყვეტა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები;“;

ე) მე-10 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. 

1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

2. მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია