საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-334
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
matsne.gov.ge 775 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 30.10.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.04.2018 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 02.08.2018 „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 20.01.2026 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 02.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-334 2018 წლის 11 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა, ანგარიშების მოსმენა, შეჯამება; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული სამმართველოები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები) საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შესახებ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, აგრარული და გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონებში აგრარული და გარემოს დაცვითი სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მათი განვითარების შესახებ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად წინადადებების მომზადება; თ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ლ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეგიონებში დაგეგმილი სოფლის მეურნეობის და, კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; მ) რეგიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შემფასებელ სამუშაო ჯგუფებში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაცია; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის ცალკეულ დარგსა და სფეროებში შექმნილი საგანგებო სიტუაციების ანალიზი და შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ო) რეგიონებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის ერთიანი პოლიტიკის გატარებასა და სტრატეგიის განხორციელებაში სამინისტროს ხელშეწყობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტრენინგის, სწავლებისა და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტი შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისაგან. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია  მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტიან შესრულებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას და ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებზე; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების/ თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) ეცნობა დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს/დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დეპარტამენტის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ი) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; კ) მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ; ლ) მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; მ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.