უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-734/ო
2018 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის შესაბამისად:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ.№21ა) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №2) და გაიცეს ,,სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია“.
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ. ზურაბაშვილის განცხადებები: № 39604, 25.04.2018წ.; № 39642, 25.04.2018წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე