⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.12.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2018
ძალის დაკარგვა 17.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-360
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016507
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 863 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2018 მიღება
17.12.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა სამინისტროში
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 2
სტაჟიორობის კანდიდატი
პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სამინისტროში
მუხლი 2
სტაჟირების ხელმძღვანელი
პირი, რომელიც უშუალო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-360 2018 წლის 17 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის  №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013  წლის 6 დეკემბრის №89 ბრძანება; ბ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მაისის №2-107 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. სტაჟირების მიზანია დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა სამინისტროში; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟიორობის კანდიდატი –  პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სამინისტროში; დ) სტაჟირების ხელმძღვანელი – პირი, რომელიც უშუალო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში. მუხლი 3🔗 სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი განათლების მქონე ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) არანაკლებ მესამე კურსის სტუდენტი. მუხლი 4🔗 1. სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.  2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მუხლი 5🔗 1. სტაჟიორის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სტაჟიორის მიღება ხდება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ან/და მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია სტაჟიორების მისაღებად გამოაცხადოს კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ან სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. 2. სტაჟიორთა მიღების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც იგეგმება სტაჟიორთა მიღება; ბ) სტაჟიორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუხლი 7🔗 სამინისტროში სტაჟიორთა მიღების საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს  ადამიანური რესურსების მართვის მეორადი სტრუქტურული ერთეული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. მუხლი 8🔗 სტაჟირების დაწყებამდე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) CV/რეზიუმე; ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე) 2 ფოტოსურათი 3/4-ზე და ერთი – CD ფორმატზე ჩაწერილი. მუხლი 9🔗 1. სტაჟიორის მიღების შემდეგ სტაჟიორს ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი. 2. სტაჟიორს ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს; ბ) დაესწროს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში; გ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შედის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში. 4. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა როგორც სტაჟირების პერიოდში, ისე სტაჟირების დასრულების შემდგომ; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; გ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი; დ) შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებები, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობიდან; ე) წინასწარ ცნობილი მიზეზებით სამინისტროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ხელმძღვანელს სამინისტროში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ. მუხლი 10🔗 1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობას, აწვდის სასწავლო თემატიკას და აძლევს სხვადასხვა დავალებებს. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს მას დროული და სწორი ინფორმაცია. მუხლი 11🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა; ე) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. მუხლი 12🔗 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ ხდება სტაჟიორის შეფასება დანართი №2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო საშუალო ქულა არის  2,5 ან მაღალი;       ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ, თუ შეფასების საბოლოო საშუალო ქულა 2,5-ზე დაბალია. 2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.