📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №72/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
matsne.gov.ge 3,302 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
ბენეფიციარი
პირი, რომელიც სარგებლობს საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოებული აქტივობებით ან/და რომლისკენაც მიმართულია ასეთი აქტივობები და როგორც წესი, ჩართულია მათ განხორციელებაში
მუხლი 2
გრანტი
ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის საგრანტო პროექტის განსახორციელებლად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი, ფულადი ფორმით
მუხლი 2
საგრანტო კონკურსი
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო პროექტის გამოვლენას
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
გრანტის მიღების უფლების მოპოვების შესახებ წერილობითი განცხადება, რომლის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საგრანტო პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში)
მუხლი 2
განმცხადებელი
განათლების სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირიж
მუხლი 2
საგრანტო პროექტი
საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თემატური მიმართულებ(ებ)ის განხორციელების პირობები
მუხლი 2
საგრანტო პერიოდი
გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საგრანტო კომისიის მიერ გამოვლენილი განმცხადებელი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და რომელთანაც გაფორმდა  საგრანტო ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო კომისია
ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ორგანიზებულ მართვას,  საგრანტო განაცხადების მიღებას, მათ განხილვას, გრანტის მიმღების გამოვლენას და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული წერილობითი  ხელშეკრულება გრანტის გაცემის შესახებ
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი
მუხლი 2
საგრანტო ანგარიში
საგრანტო პროექტის დასრულებამდე ან/და დასრულების შემდგომ, გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო პროექტის განხორციელების შესახებ ცენტრში წარდგენილი წერილობითი ანგარიში, რომლის ფორმა/ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ცენტრს საგრანტო ანგარიშს
მუხლი 2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
საგრანტო პროექტის შესაფასებლად საგრანტო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები, შესაბამისი ქულების მითითებით
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა, ამ ცოდნის ფარგლებში აფასებს საგრანტო პროექტს და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული ცენტრთან
მუხლი 2
ტექნიკური ხარვეზი
მექანიკური ხასიათის არაარსებითი შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორება არ გამოიწვევს საგრანტო განაცხადის არსებით ცვლილებას საგრანტო კონკურსის პირობებთან მიმართებით
მუხლი 2
დღე
სამუშაო დღე. 2.  ამ დებულებაში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები, განიმარტება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (7)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კომპონენტები
1. თითოეული აქტივობის (ტრენინგების ან/და სემინარების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სხვა) გეგმით გათვალისწინებული დრო შეესაბამება აქტივობის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებსა და დაგეგმილ ქმედებებს
2. თითოეული აქტივობა უზრუნველყოფს პროექტის ამოცანების გადაწყვეტას
3. თითოეული აქტივობის შინაარსი კავშირშია დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან, მკაფიოა და დეტალურად არის აღწერილი
4. წარმოდგენილია საჭირო სასწავლო რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც სრულად შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს და  ემსახურება პროექტის მიზნის მიღწევას
5. წარმოდგენილი მეთოდი და საჭირო რესურსები მკაფიოდ არის აღწერილი და რელევანტურია დასახული აქტივობის მიზნების მისაღწევად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 16.01.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 27.01.2020 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 03.04.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 11.04.2019 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 93% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №72/ნ 2018 წლის 14 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის №525 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის  წესი და საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 თებერვლის №19/ნ ბრძანება და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №106/ნ ბრძანება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის  წესი და საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესი და საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) აწესრიგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსის გამართვისა და გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. თემატური მიმართულებები, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება გრანტის გაცემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საგრანტო კონკურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების სისტემის რეფორმირებისა და დეცენტრალიზაციის ფარგლებში განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მრავალფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისება. 4. გრანტი გაიცემა კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალურობის, კორექტულობის, თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის, რაციონალურობის,  ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დებულების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოებული აქტივობებით ან/და რომლისკენაც მიმართულია ასეთი აქტივობები და როგორც წესი, ჩართულია მათ განხორციელებაში; ბ)  გრანტი – ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის საგრანტო პროექტის განსახორციელებლად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი, ფულადი ფორმით; გ)  საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო პროექტის გამოვლენას; დ) საგრანტო განაცხადი – გრანტის მიღების უფლების მოპოვების შესახებ წერილობითი განცხადება, რომლის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საგრანტო პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში); ე)  განმცხადებელი – განათლების სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირიж ვ)  საგრანტო პროექტი – საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თემატური მიმართულებ(ებ)ის განხორციელების პირობები; ზ) საგრანტო პერიოდი – გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით; თ) გრანტის მიმღები – საგრანტო კომისიის მიერ გამოვლენილი განმცხადებელი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და რომელთანაც გაფორმდა  საგრანტო ხელშეკრულება; ი)  საგრანტო კომისია – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ორგანიზებულ მართვას,  საგრანტო განაცხადების მიღებას, მათ განხილვას, გრანტის მიმღების გამოვლენას და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;   კ)  საგრანტო ხელშეკრულება – ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული წერილობითი  ხელშეკრულება გრანტის გაცემის შესახებ; ლ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი; მ)  საგრანტო ანგარიში – საგრანტო პროექტის დასრულებამდე ან/და დასრულების შემდგომ, გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო პროექტის განხორციელების შესახებ ცენტრში წარდგენილი წერილობითი ანგარიში, რომლის ფორმა/ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ნ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ცენტრს საგრანტო ანგარიშს; ო) საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები –  საგრანტო პროექტის შესაფასებლად საგრანტო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები, შესაბამისი ქულების მითითებით; პ)  დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა, ამ ცოდნის ფარგლებში აფასებს საგრანტო პროექტს და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული ცენტრთან; ჟ)  ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის არაარსებითი შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორება არ გამოიწვევს საგრანტო განაცხადის არსებით ცვლილებას საგრანტო კონკურსის პირობებთან მიმართებით; რ) დღესამუშაო დღე. 2.  ამ დებულებაში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები, განიმარტება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის დაფინანსება, გრანტის საერთო მოცულობა და გრანტების რაოდენობა თემატური მიმართულებების მიხედვით საგრანტო კონკურსი ფინანსდება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წლიური ასიგნებებით გათვალისწინებული გრანტის საერთო მოცულობის განაწილებას თემატური მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  მუხლი 4🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. გრანტის მოპოვება შეიძლება მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ცენტრი, ამ დებულების შესაბამისად. 2. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირების მიზნით ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას და საგრანტო განაცხადის მიღების ვადების დადგენას; ბ) საგრანტო კონკურსის მოთხოვნების, საგრანტო პროექტის ფორმის, გრანტის მიღების უფლების მოპოვების შესახებ წერილობითი განცხადების ფორმისა და საგრანტო ანგარიშ(ებ)ის ფორმების დამტკიცებას; გ) განმცხადებლის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის წესის და გრანტის  ხარჯვის პირობების დამტკიცებას; დ) საგრანტო კომისიის და ამავე კომისიის სამდივნოს შექმნას; საგრანტო კომისიის მუშაობაში მოწვეული პირის სტატუსით სხვადასხვა პირების მოწვევას; ე) გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ანგარიშის წარდგენის და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელების წესის და ვადების დადგენას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებთან; ზ) სხვა საკითხების რეგულირებას, რომელიც ამ დებულების მიზნებისათვის არ შედის სხვა ორგანოს/პირის კომპეტენციაში, მაგრამ აუცილებელია საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისთვის. მუხლი 5🔗. საგრანტო კომისია 1.  საგრანტო კონკურსის ორგანიზებული მართვის, საგრანტო განაცხადების მიღების, განხილვის, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგრანტო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. ამ პუნქტში მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საგრანტო კომისიის უფლებამოსილების ვადა. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო კომისიის წევრებზე შრომის ანაზღაურება არ გაიცემა. 3.  საგრანტო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც: ა)  ხელმძღვანელობს საგრანტო კომისიის და საგრანტო კომისიის სამდივნოს მუშაობას; ორგანიზებას უწევს საგრანტო კომისიის სხდომების მომზადებას; განსაზღვრავს საგრანტო კომისიის სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის წევრებისათვის მის ხელმისაწვდომობას; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას და წესრიგის დაცვას;  ბ)  წარმოადგენს საგრანტო კომისიას საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; გ)  ხელს აწერს საგრანტო კომისიის და საგრანტო კომისიის სამდივნოს კორესპონდენციას; დ) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 4.  საგრანტო კომისია: ა) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით; ბ)  განიხილავს საგრანტო პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; გ)  იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კომისიის წევრის აცილების შესახებ; დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს წინადადებას სათათბირო ხმის უფლებით საგრანტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესაბამისი პირების მოწვევის შესახებ; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. საგრანტო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საგრანტო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა)  საგრანტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ; ბ) ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით; გ) თუ იგი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად იქნა აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად იქნა ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ე) გარდაიცვალა; ვ)  პირადი განცხადებით უარი თქვა საგრანტო კომისიის წევრობაზე; ზ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ორჯერ არ მონაწილეობდა საგრანტო კომისიის მუშაობაში; ი)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.  მუხლი 7🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. საგრანტო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, აგრეთვე, არ შეიძლება საგრანტო პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს დამოუკიდებელი ექსპერტი: ა) რომელიც არის განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი; ბ) რომელიც არის განმცხადებლის ნათესავი; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი საგრანტო პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; დ) რომელიც შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) რომლის საქმიანობა იწვევს დასაბუთებულ ეჭვს პირის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის შესახებ. 2. ამ დებულების მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, საგრანტო კომისიას  აცნობონ აცილების საფუძვლებისა და, მისგან გამომდინარე, თვითაცილების შესახებ. 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აცილების აუცილებლობის შესახებ საგრანტო კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო პროექტის დამტკიცებამდე, საგრანტო კომისია აუქმებს აცილებას დაქვემდებარებული პირის მიერ გაკეთებულ შეფასებას. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აცილების აუცილებლობის შესახებ საგრანტო კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო პროექტის დამტკიცების ან/და გრანტის გაცემის შემდეგ, ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება წყდება და გრანტის მიმღებისთვის გადარიცხული გრანტი ექვემდებარება ცენტრის ანგარიშზე დაბრუნებას. მუხლი 8🔗. საგრანტო კომისიის საქმიანობის წესი 1. საგრანტო კომისიის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საგრანტო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი  არყოფნის შემთხვევაში – საგრანტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საგრანტო კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად.  2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საგრანტო კომისიის ყველა წევრი. საგრანტო კომისიის წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ, ან საგრანტო კომისიის გადაწყვეტილებით მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით.  3. საგრანტო კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. 4. საგრანტო კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საგრანტო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. საგრანტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საგრანტო კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საგრანტო კომისიის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საგრანტო კომისიის წევრს უფლება აქვს, საკითხზე კენჭისყრისას თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგრანტო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. საგრანტო პროექტების შეფასებას საგრანტო კომისია ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 8. საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება აისახება საგრანტო კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 9🔗. საგრანტო კომისიის სხდომის ოქმი 1. საგრანტო კომისიის სხდომის ოქმს ადგენს საგრანტო კომისიის სამდივნოს თანამშრომელი, ამ დებულების შესაბამისად. საგრანტო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ საგრანტო კომისიის თავმჯდომარე, საგრანტო კომისიის მდივანი და საკითხის განხილვაში მონაწილე სხდომაზე დამსწრე საგრანტო კომისიის წევრები. თუ საგრანტო კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) საგრანტო კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) საგრანტო კომისიის წევრების და მოწვეული პირების (ასეთის შემთხვევაში) სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის – საგრანტო კომისიის მდივნის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) დღის წესრიგი; ვ) საკითხის განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. სხდომის ოქმი დგება ელექტრონულად, რომელიც ამოიბეჭდება მატერიალური სახით, ერთ ეგზემპლარად და დედნის სახით ინახება ცენტრში. მუხლი 10🔗. საგრანტო კომისიის სამდივნო 1. საგრანტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საგრანტო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ან მის ფუნქციებს ავალებს ცენტრის რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფს/თანამშრომელს. სამდივნოში საქმიანობისათვის შრომის ანაზღაურება არ გაიცემა. 2. სამდივნო: ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს, ამოწმებს დოკუმენტების შესაბამისობას საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საგრანტო კომისიას; ბ) ამზადებს საგრანტო კომისიის სხდომებს, უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის წევრთა და მოწვეულ პირთა ინფორმირებას; გ) უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის სხდომების ოქმების წარმოებას; დ) უზრუნველყოფს  ან ორგანიზებას უკეთებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას; ე) ასრულებს საგრანტო კომისიის წევრებისა და საგრანტო კომისიის თავმჯდომარის მითითებებს; ვ) ასრულებს საგრანტო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას.  3. სამდივნოს ხელმძღვანელობს საგრანტო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 11🔗. დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევა 1. საგრანტო კომისიას უფლება აქვს, მიმართოს ცენტრის დირექტორს, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური ექსპერტული ცოდნის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის მიზნით, დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევის შესახებ.   2. საგრანტო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე, რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება. 3. დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია წარადგინოს წერილობითი დასკვნა საგრანტო კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 4. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა, ასევე დასკვნის დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას. 5. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საგრანტო კომისიისათვის. 6. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 7. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობა შესაძლოა იყოს ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. მუხლი 12🔗. საგრანტო კონკურსის პირობები 1.  საგრანტო განაცხადი შედგენილi უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. თუ საგრანტო განაცხადი ან მასზე დართული დოკუმენტაცია შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, განმცხადებელი ვალდებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წარადგინოს საგრანტო განაცხადის ან მასზე დართული დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. 2. საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გრანტის 30%-ის ავანსის სახით გადარიცხვას, რაც რეგულირდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილის საგრანტო ანგარიშის წარდგენის საფუძველზე გადარიცხვას. 3. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გრანტის ჩარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღების ანგარიშზე, საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით. 4. გრანტის მიმღებს არ შეუძლია გასცეს ქვეგრანტი. მუხლი 13🔗. კონკურსის ეტაპები   კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) საგრანტო განაცხადის წარდგენა; გ) საგრანტო განაცხადის დასაშვებობის  შემოწმება;  დ) საგრანტო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და გამარჯვებული საგრანტო პროექტის გამოვლენა; ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი 14🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადება 1. ცენტრი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2.  საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც აითვლება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან.  3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) თემატური მიმართულების დასახელება/აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) მოთხოვნები; დ) საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო პერიოდი; ვ) გრანტის ოდენობა; ზ) წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში); თ) საგრანტო განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი. 4. საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ ინფორმაციასაც. მუხლი 15🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. საგრანტო განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, საგრანტო კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმება-შერჩევას. 2. შერჩევის პროცესში საგრანტო კომისია ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად: ა) საგრანტო განაცხადები, რომელთა მიმართ არსებობს განუხილველად დატოვების საფუძველი; ბ) საგრანტო განაცხადები, რომლებიც უნდა იქნეს განხილული; გ) საგრანტო განაცხადები, რომლებსაც აქვს ტექნიკური ხარვეზი და ექვემდებარება გამოსწორებას. 3. განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან თუ: ა) განმცხადებელმა, არ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან დოკუმენტაცია წარადგინა მოთხოვნილი ფორმის დარღვევით ან/და საგრანტო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი; ბ) ერთი განმცხადებლის მიერ ერთ საგრანტო კონკურსზე წარდგენილია ერთზე მეტი საგრანტო პროექტი; გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 4. საგრანტო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა. 5. საგრანტო კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადში წარმოდგენილი გარკვეული საკითხების დაზუსტება. 6. საგრანტო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს ეცნობება წერილობით, სამდივნოს მიერ.   მუხლი 16🔗. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. საგრანტო პროექტების შეფასებას საგრანტო კომისია ახორციელებს ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 2. საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მაქსიმალური შეფასება არის 75 ქულა. 3. საგრანტო პროექტი ითვლება გამარჯვებულად, თუ დააგროვებს ყველა საგრანტო პროექტზე მეტ ქულას, მაგრამ არანაკლებ 54 ქულისა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული საგრანტო პროექტის გამოვლენა მოხდება საგრანტო კომისიის მიერ დამსწრე საგრანტო კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საგრანტო კომისიის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 17🔗. გამარჯვებული საგრანტო პროექტის გამოვლენა 1.  საგრანტო კომისია დეტალურად სწავლობს და აფასებს საგრანტო პროექტებს საგრანტო პროექტის კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისგან და/ან დამოუკიდებელი ექსპერტისაგან. 2.  საგრანტო პროექტის შეფასებისას საბოლოო ქულა გამოიყვანება საგრანტო კომისიის წევრების შეფასების დაჯამებისა და შესაბამისი საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის საფუძველზე. 3.  საგრანტო კონკურსის შედეგები საჯაროდ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 18🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო პროექტის შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. მუხლი 19🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ დებულებით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება, საგრანტო პროექტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.   3. საგრანტო პროექტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ცენტრსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება. 4. ცენტრი უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან მოლაპარაკების საფუძველზე მოახდინოს საგრანტო პროექტის არაარსებითი საკითხების დაზუსტება/დაკორექტირება. 5. საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ; გ) თემატური მიმართულებების განხორციელების აღწერას და ვადებს; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) გასაცემი გრანტის ოდენობას და გაცემის ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; თ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს; ი) დავის გადაწყვეტის წესს; კ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას); ლ) ცენტრის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის წესს; მ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობებს. 6. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა: ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება; ბ) გამოვლინდა საგრანტო პროექტის განუხილველად დატოვების საფუძველი; გ)  არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 5 დღის ვადაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ.  8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 5 დღის ვადაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ან/და ხელახალი საგრანტო კონკურის გამოცხადების შესახებ. მუხლი 20🔗. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა 1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში ცენტრის ჩარევა დაუშვებელია. 2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ დებულებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება. მუხლი 21🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 1. ცენტრი ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის მიზნით გრანტის მიმღები ცენტრს წარუდგენს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგრანტო ანგარიშს. 3. მონიტორინგი გულისხმობს როგორც საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობის დადგენას, ასევე საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების შემოწმებას. 4. ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარჯი; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი მისი გამწევის მხრიდან ექვემდებარება უკან დაბრუნებას ცენტრის ანგარიშზე; გ) გრანტის აუთვისებელ ნაწილად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება ცენტრის ანგარიშზე დაბრუნებას. მუხლი 22🔗. საგრანტო პროექტის შეწყვეტა და გამოუყენებელი გრანტის დაბრუნება 1. საგრანტო პროექტი შეწყდება, თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია, ან გამოვლინდება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია 1 თვის ვადაში დააბრუნოს მიღებული გრანტი და კარგავს დარჩენილი გრანტის მოთხოვნის უფლებას. 3. გრანტის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. თუ საგრანტო პერიოდის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო პერიოდის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში ცენტრს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი. დანართი №2 საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები კრიტერიუმები თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25 კომენტარი პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს პროექტის აქტუალობა  და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას) პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი* სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის  მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის  შესაძლებლობას და შეესაბამება  პროექტის სამოქმედო გეგმას. კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა              75 * განმარტება: V კრიტერიუმი  ფასდება  შემდეგი  კომპონენტების მიხედვით № კომპონენტები მაქსიმალური ქულა 5 კომენტარი 1. თითოეული აქტივობის (ტრენინგების ან/და სემინარების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სხვა) გეგმით გათვალისწინებული დრო შეესაბამება აქტივობის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებსა და დაგეგმილ ქმედებებს 2. თითოეული აქტივობა უზრუნველყოფს პროექტის ამოცანების გადაწყვეტას 3. თითოეული აქტივობის შინაარსი კავშირშია დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან, მკაფიოა და დეტალურად არის აღწერილი 4. წარმოდგენილია საჭირო სასწავლო რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც სრულად შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს და  ემსახურება პროექტის მიზნის მიღწევას 5. წარმოდგენილი მეთოდი და საჭირო რესურსები მკაფიოდ არის აღწერილი და რელევანტურია დასახული აქტივობის მიზნების მისაღწევად ჯამური ქულა  25