შპს „ცაგერის ღვინის ქარხანას“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3740-2017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქმე №2/3740-2017

  განჩინება

 საქართველოს სახელით

 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 2018 წლის  30 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა დიდავა

განმცხადებელი: შპს „ცაგერის ღვინის ქარხანა“ (ს/კ 242573746)

დირექტორი: შპს „რეაბილიტაცია“

წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე

მოთხოვნა – შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ გაკოტრება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია

2017 წლის 8 დეკემბერს შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარმოადგენს სახელწმიფო წილობრივი მონაწილოებით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს, მას უძრავ-მოძრავი ქონება და დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს ასევე სხვა საწარმოში. შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი – 5169,24 ლარი. კომპანიის არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ თანხით – 125 125,00 ლარი. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „ცაგერის ღვინის ქარხანა“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ გაკოტრებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „ცაგერის ღვინის ქარხანას“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 7 მარტს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ცაგერის ღვინის ქარხანა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დაადგინა

1. შპს „ცაგერის ღვინის ქარხანა“ (ს/ნ 242573746) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე  გოჩა დიდავა.