„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №182

2018 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

2. 33- ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას;“.

3 . 3 4 - ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.“.

 4. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის, ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეექსპორტით გატანისას საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;“.

5. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) დროებითი შემოტანის – „34“, ამასთან, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.

6. 84-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე და 188 1 მუხლების შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა, 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;“.

  7. 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.გ) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილი ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით), რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 14.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №182. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017092.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №182, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017092 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4190287/