„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.08.2015 ბოლო ცვლილება 19.08.2015
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016790
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2015 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში .“.

2. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;“.

5. დანართი №XI-01 -ის (ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია):

ა) III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ ან წარადგინოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“;

ბ) „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“.

6. 55-ე მუხლის მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში  ხე-ტყის  სასაქონლო ზედნადების წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის  ან  შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

7. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.“.

8. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 აგვისტოდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №258. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016790.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.08.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №258, 10.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016790 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2945401/