სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №44 |
|
2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია. 3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს: ა) სარდალს; ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს; გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს; დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს; ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს; ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
№44
2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია.
3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:
ა) სარდალს;
ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;
გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს;
დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;
ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;
ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია |