სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.05.2018 ძალადაკარგული 05.04.2024
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016589
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №42

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

 ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა:

1. კომპიუტერული ინჟინერი;

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი;

3. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი;

4. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;

5. ინტერნეტტექნოლოგი;

6. ვებინტერფეისის დეველოპერი;

7.  ვებპროგრამისტი;

8. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი;

9. ინფორმაციული ტექნოლოგი;

10. ინფორმაციული სისტემები;

11. კომპიუტერული მეცნიერება;

12. პროგრამული ინჟინერია;

13. ინტერდისციპლინური ინფორმატიკა;

14. გამოთვლითი მეცნიერებები;

15. სისტემების ადმინისტრატორი;

16. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი;

17. კომპიუტრული ქსელები და სისტემები;

18. კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი;

19. კიბერუსაფრთხოება;

20. კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი;

21. საფრენი აპარატებისა და ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი

22. პილოტი;

23. მეტეოროლოგი;

24. საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი;

25. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერი;

26. გარემოს უსაფრთხოების ინჟინერი;

27. წყალმომარაგება და წყალარინების ინჟინერი;

28. ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერი;

29. საშენი მასალების ინჟინერი;

30. საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელი ინჟინერი;

31. მასალათმცოდნეობის ინჟინერი;

32. სამთო და გეოინჟინერი;

33. გეოლოგი;

34. ფიზიკოსი;

35. ქიმიური წარმოების სპეციალისტი;

36. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი;

37. ანესთეზიოლოგი;

38. დერმატო-ვენეროლოგი;

39. ექიმი-ეპიდემიოლოგი;

40. გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპისტი;

41. ფიზიკური თერაპევტი;

42. კარდიოლოგი;

43. ექიმი ლაბორანტი;

44. ნევროლოგი;

45. ოტორინოლარინგოლოგი;

46. ოფთალმოლოგი;

47. რადიოლოგი;

48. ორთოპედ-ტრავმატოლოგი;

49. სტომატოლოგი;

50. ზოგადი ქირურგი;

51. ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი;

52. სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი;

53. დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი;

54. კონფლიქტოლოგი;

55. უსაფრთხოების კვლევების სპეციალისტი;

56. თავდაცვის რესურსების მართვის სპეციალისტი;

57. ევროპის უსაფრთხოების კვლევების სპეციალისტი;

58. საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;

59. ავტომობილის დიაგნოსტიკოსი;

60. ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი;

61. სავალი ნაწილის ტექნიკოსი;

62. ფილოლოგი, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით;

63. ელექტრიკოსი;

64. ელექტროძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების სპეციალისტი;

65. ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკურ შემკეთებელი;

66. საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის სპეციალისტი;

67. ტოპოგრაფი;

68. ტელეკომუნიკაცია;

69. ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები.