სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება №127/2018 |
|
2018 წლის 16 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 175-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირების დაზუსტების მიზნით, ამა წლის 2 მაისს გაიმართა ცესკოს სხდომა. საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ განცხადებაში მითითებული სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი დარჩა უცვლელი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 175-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნის, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, იმისათვის, რომ ცესკომ რეგისტრაციაში გაატაროს სარეფერენდუმო საკითხი და მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი, აუცილებელია, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ჩამოყალიბებული იყოს მკაფიოდ და კონკრეტულად ან/და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ნორმებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ“ მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები.
საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ჩამოყალიბებულია მკაფიოდ და კონკრეტულად, ამდენად, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 175-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 175-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ“ მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 2. რეგისტრაციაში გატარდეს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?“.
მუხლი 3. დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ქ. დანგაძე) გამოაქვეყნოს ოფიციალურ პრესაში ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის, მისამართისა და სარეფერენდუმო საკითხის შესახებ.
მუხლი 4. დაევალოს ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ე. ველიძე) ამ განკარგულების გამოცემისთანავე გასცეს საინიციატივო ჯგუფისათვის რეგისტრაციის მოწმობა და ამომრჩეველთა ხელმოწერის ფურცლის ნიმუში.
მუხლი 5. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“?
- „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“ მიღებულია 16.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №127/2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციის საკითხის შესახებ“, №127/2018, 16.05.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4195359/