„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.017002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №96

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. 61 მუხლისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

„გ1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;

2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.“.

2. 37- მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №11), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.“.

3. 41- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. ვიდეოპაემანი

ვიდეოპამნი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.

4. 44- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 44. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.“.

5. 76- მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში.“;

) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინურ განხილვაზე ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.“.

6. დანართი №10-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №11:

 

 

დანართი №11

 

მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 

მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 

მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 

მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 

გასამართლებულია: _______________________________________________

 

________________________________________________________________

 

სასჯელის ვადა ___________________________________________________

 

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 

სასჯელის დასასრული ______________________________________

 

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 

ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________

 

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადი № და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე

(კუთვნილი, წახალისებით)

გვარი, სახელი, მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№11 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________ “.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი