აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/248
2018 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
გამოარკვია:
2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ჭიათურაში მიმდინარეობს 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1415 და 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებებით, დასახელებული პროექტის განსახორციელებლად შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა.
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1612 განკარგულების შესაბამისად, 2016 წლის 10 აგვისტოდან ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქონების გამოსყიდვა დაევალა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს.“.
ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” განახორციელებს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის სფეროში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №1-1/329 ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ შუამდგომლობა და ქ. ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად. ამავე ბრძანებით, სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ №38.10.44.028 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები 142 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება – თანამესაკუთრეები დემურ გველესიანი (პ/ნ 01024028971) და ციური ქოქოშვილი (პ/ნ 01009012933), მის.: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქუჩა №93.
2018 წლის 04 მაისს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ განმეორებით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №1-1/329 ბრძანების გამოცემის შემდეგ ფონდმა მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით. 2017 წლის 02 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ -612-2017 წ.) დაკმაყოფილდა ფონდის განცხადება დემურ გველესიანისა და ციური ქოქოშვილის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (142 კვ.მ) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულება და ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ვერ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ დემურ გველესიანმა ქონება გაასხვისა გიგა გოგაძეზე, რომელთანაც მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის თაობაზე ვერ შედგა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს მოთხოვნა და სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №1-1/329 ბრძანებით ქალაქ ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
ამავე ბრძანებით, სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები 142 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება – თანამესაკუთრეები დემურ გველესიანი (პ/ნ 01024028971) და ციური ქოქოშვილი (პ/ნ 01009012933, მის.: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქუჩა №93, ს/კ №38.10.44.029).
საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავ ქონებაზე ს/კ 38.10.44.029 (მდებარე ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის №93, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 960 კვ.მ) და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) რეგისტრირებულია ციური ქოქოშვილისა (1/2 წილი) და გიგა გოგაძის (1/2 წილი) საკუთრების უფლება. ამასთან, გიგა გოგაძის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 09.02.2018 წელი.
სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ განცხადებით მიმართა გიგა გოგაძეს პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის მოთხოვნით, რაზედაც თანხმობა არ მიუღია.
საკუთრების უფლების , ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების , სამართლებრივ გარანტიას , წარმოადგენს კონსტიტუცია . უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში . საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია . დაუშვებელია საკუთრების , მისი შეძენის , გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება “. საკუთრების , როგორც ძირითადი უფლების გარანტია , პირველ რიგში , ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან . თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება . კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს , რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო , აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს .
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.
ვინაიდან სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №1-1/329 ბრძანებით პროექტის საზოგადოებრივი საჭიროება განსაზღვრული და პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე – ციური ქოქოშვილის საკუთრების ნაწილში ექსპროპრიაციის უფლება ფონდისათვის მინიჭებულია.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ქ. ჭიათურაში საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოქცეულ გიგა გოგაძის – პ/ნ 01017022570 საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ნარგავები, პროექტისათვის საჭირო საერთო ფართი 142 კვ.მ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, მის: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქუჩა №93, ს/კ №38.10.44.029).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი