ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.05.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I | II |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2018 წლის 30 მაისი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ოქტომბრის №21 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 28/10/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016217)
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
დანართი №1
ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტით
გამოყოფილი
ასიგნებების
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
მუხლებსა
და პროგრამულ
კოდებს
შორის
გადანაწილების
წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ასიგნების გადანაწილება ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით მოამზადოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
გ) მოამზადოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
დ) მოამზადოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი;
ე) მოამზადოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტის განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილება.
მუხლი 3🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ (შემდგომში – მოთხოვნა) წერილობითი სახით წარუდგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
2. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ბრძანება) უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი (ან პასუხისმგებელი პირი). აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი
№2
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის “__” _________
___________________________________________________________
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
______________________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი–
დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 წლის “__” _________
____________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი ლარებში)
პროგრამული
კოდი
პროგრამა/ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური
გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I
II
III
IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან.
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა.
4. დანარჩენი ცვლილება.
საფინანსო სამსახურის უფროსი
საბიუჯეტო განყოფილების უფროსი:
პასუხისმგებელი შემსრულებელი:
დანართი №3
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე–6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
მუხლი 1🔗
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – (სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. სსიპ-ის/ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს წესი არეგულირებს ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურებს, განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვას და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს(მათ შორის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში) შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარუდგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური თანახმაა ასიგნებების გადანაწილებაზე, ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს და წარუდგენს მერს. მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ბრძანების სისრულეში მოყვანას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ცვლილების ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (Ebudget.ge) ასახვას.
მუხლი 2🔗
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორციელებული ცვლილებები სსიპ-ის/ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.