„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2018 წლის 25 მაისი

ქ. ბაღდათი

 

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ”  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის  №5 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნეს  www. matsne. gov.ge, 05/02/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მერი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი;“.

2. მე-3 მუხლის  (მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის ზოგადი წესი):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის (დაინტერესებულ პირთა უფლებები):

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მუნიციპალიტეტი მერი ბათილად ცნობს ბრძანებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას.“.

4. მე-6 მუხლის  (მიწის ნაკვეთის მოცვლის წესი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ნაცვლად, შეიძლება მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტსა და დაინტერესებულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე