სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. ბაღდათი
|
|
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი
2. დადგენილება მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში არსებული, დაურეგისტრირებელი სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას.
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტი - ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
ბ) გამგებელი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
გ) საკრებულო - ბაღდთის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
დ) კერძო საკუთრება - საკუთრების უფლება, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი საბუთის ან სხვა იურიდიული ფაქტის საფუძველზე;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - საქართველოს 2014 წლის 05 თებერვლის ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ვ) მიწის ნაკვეთი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ზ) დაინტერესებული პირი - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მაგრამ საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ აღურიცხავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია მისი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. გამგებლის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს უშუალოდ სასამართლოს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთი გადაცეული იყო კერძო საკუთრებაში, გამგებელი ბათილად ცნობს ბრძანებას, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას.
5. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ასევე დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეზე.
2. ხელშეკრულება, კერძო და საჯარო ინტერესების სამართლიანი ბალანსის პრინციპის გათვალისწინებით, შეიძლება ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის სახელზე არასწორად რეგისტრირებული საკუთრების უფლების ძალაში დატოვებას და დაინტერესებული პირისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების გადაცემას.
3. თუ დაინტერესებული პირისათვის საკუთრებაში გადასაცემი მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება 50%-ზე მეტად აღემატება მოსაცვლელი მიწის ნაკვეთის ღირებულებას, ხელშეკრულების დადება დაიშვება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
4. მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის,61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 107 მუხლის მე-3 პუნქტი შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი დანართის №1 შესაბამისად .
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი მუხლი 1. დადგენილების სამართლებრივი საფუძველიე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - საქართველოს 2014 წლის 05 თებერვლის ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ვ) მიწის ნაკვეთი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ზ) დაინტერესებული პირი - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. მუხლი 3. მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის ზოგადი წესი