⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.05.2018
ძალის დაკარგვა 26.12.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 794 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2018 მიღება
26.12.2023 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ქონება
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული უძრავ/ მოძრავი ქონება, მცირეფასიანი აქტივები) ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 2
დაწესებულების ხელმძღვანელი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 2018 წლის 25 მაისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებლი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1) და თანდართული ფორმები (ფორმა №1, №2, №3, №4). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 სექტემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016371, 19/09/2017). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული უძრავ/ მოძრავი ქონება, მცირეფასიანი აქტივები) ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 5. საინვენტარიზაციო კომისია – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტერის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის) და სხვა წევრებისგან, ხოლო არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისაგან. საინვენტარიზაციო კომისიას, ევალება დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერა. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო), ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. მუხლი 4🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა 1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ფორმა №3-ის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის და/ან აუდიტის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) განკარგვას, დაწესებულება ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მერის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება  განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1  და/ან ფორმა №2), ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის (ფორმა №4)  შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.