ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

მიღების თარიღი 31.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.136.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2018
matsne.gov.ge 557 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.08.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.12.2014 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 04.08.2025 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 19.07.2021 I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 02.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №69 2018 წლის 31 მაისი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2  და 2​1  პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოება დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია. მუხლი 2🔗 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ: ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს; ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრების და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ; გ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული კურორტებსა და საკურორტო ადგილებში, წყალდაცვითი ზოლების (მდინარეების, ტბების, წყალსაცავების და სხვა ზოლების) მიმდებარე 100-მეტრიან ზონაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე 300-მეტრიან ზონაში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში; დ) შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.   მუხლი 3🔗 წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცის) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს. მუხლი 4🔗 წინამდებარე დადგენილების  მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის დროებით შენობა-ნაგებობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ღობისა. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსოდ თუ სხვა დანიშნულებით. მუხლი 5🔗 წინამდებარე დადგენილების   პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 6​1 და 6​2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/ დასკვნა. მუხლი 6🔗 წინამდებარე დადგენილების  მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე) მუხლი 7🔗 წინამდებარე დადგენილების  მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე. მუხლი 8🔗 წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს. მუხლი 9🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილება (სსმ, №26, 17/09/2010., 330130000.35.136.000748). მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე