„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№271
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.020586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016,  340170000.10.003.019367) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტული ჯიშების მედეგობის დაკარგვის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების შესახებ უნდა ეცნობოს სააგენტოს.“.

3. მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მომხმარებლის ინფორმირების მიზნით, ყოველი წლის ბოლოს სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეწოდება წერილობითი ინფორმაცია:

ა) კარტოფილის ყველა იმ ახალი ჯიშის შესახებ, რომელიც ოფიციალური კვლევების დროს რეზისტენტული აღმოჩნდა კარტოფილის ნემატოდების მიმართ;

ბ) იმ  სახეობების, პათოტიპების, ვირულენტური ჯგუფების ან პოპულაციების შესახებ, რომელთა მიმართ რეზისტენტულია კარტოფილის ჯიში;

გ) კარტოფილის რეზისტენტობის ხარისხისა და მათი გამოკვლევის ჩატარების თარიღის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2018.
როდის იქნა მიღებული „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №271. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.020586.
რამდენი მუხლისგან შედგება „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №271, 29.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020586 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4207674/